LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს კიმ კარდაშიანისთვის გავაკეთე“ – ჯულია ფოქსი ხსნის, თუ რატომ ხვდებოდა კანიე უესტს

124
page

კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის განშორების შემდეგ ბევრი რამ მოხდა. უესტი „პარიზის მოდის კვირეულზე“ მოდელთან, ჯულია ფოქსთან ერთად გამოჩნდა, მათი რომანი ხანმოკლე გამოდგა, ისინი ერთმანეთს ერთი თვე ხვდებოდნენ.

როგორც ჩანს, ეს საკითხი კვლავ აქტუალურია, ცოტა ხნის წინ ფოქსი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ კანიე უესტს ხვდებოდა. ჯულიამაც ვიდეო გაავრცელა, სადაც ხსნის, თუ რატომ ხვდებოდა ეპატაჟურ ჰიპ-ჰოპ არტისტს.  მისი თქმით, კანიესთან ურთიერთობა იმისთვის დაიწყო, რათა კიმი ყოფილი ქმრისგან ეხსნა.

„კანიე დიდი ხნის განმავლობაში მწერდა, თუმცა მასთან ურთიერთობის დაწყებას არ ვაპირებდი. შემდეგ კი ვიფიქრე, იქნებ კიმი მისგან დამეხსნა და ყურადღება ჩემზე გადმომეტანა. ეს კიმისთვის გავაკეთე. როგორც კი ტვიტერზე წერა დაიწყო, თავი დავანებე. ილუზიებში ვცხოვრობდი, როცა მეგონა, რომ მისი დახმარება შემეძლო“, – აცხადებს ფოქსი.

ფოტო: „კიმს ასე არასდროს კოცნიდა“ – კანიე და ჯულია ვნებიანი კოცნის დროს გადაიღეს

ფოტო: კანიე უესტი „პარიზის მოდის კვირეულზე“ ახალ შეყვარებულთან ერთად „ვამპირული ლინზებით“ გამოჩნდა 

ფოტო: ყველაზე „საშიში ლუქი“ „ოსკარების“ ისტორიაში – ჯულია ფოქსი ბუნებრივი თმით გაფორმებული ჩანთით გამოჩნდა

https://www.tiktok.com/@juliafox/video/7168473302032338218?embed_source=70842511%2C120811592%2C120810756%3Bnull%3Bembed_share&is_from_webapp=v1&item_id=7168473302032338218&refer=embed&referer_url=on.ge%2Fstory%2F112027-%25E1%2583%25AF%25E1%2583%25A3%25E1%2583%259A%25E1%2583%2598%25E1%2583%2590-%25E1%2583%25A4%25E1%2583%259D%25E1%2583%25A5%25E1%2583%25A1%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1-%25E1%2583%2597%25E1%2583%25A5%25E1%2583%259B%25E1%2583%2598%25E1%2583%2597-%25E1%2583%2599%25E1%2583%2590%25E1%2583%259C%25E1%2583%2598%25E1%2583%2594-%25E1%2583%2595%25E1%2583%2594%25E1%2583%25A1%25E1%2583%25A2%25E1%2583%25A1-%25E1%2583%2598%25E1%2583%259B%25E1%2583%2598%25E1%2583%25A2%25E1%2583%259D%25E1%2583%259B-%25E1%2583%25AE%25E1%2583%2595%25E1%2583%2593%25E1%2583%2594%25E1%2583%2591%25E1%2583%259D%25E1%2583%2593%25E1%2583%2590-%25E1%2583%25A0%25E1%2583%259D%25E1%2583%259B-%25E1%2583%2599%25E1%2583%2598%25E1%2583%259B%25E1%2583%2598-%25E1%2583%259B%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1%25E1%2583%2592%25E1%2583%2590%25E1%2583%259C-%25E1%2583%2593%25E1%2583%2590%25E1%2583%2594%25E1%2583%25AE%25E1%2583%25A1%25E1%2583%259C%25E1%2583%2590&referer_video_id=7168473302032338218

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები