LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ფეხშიშველი ლეა და „წლის საუკეთესო მამა“ ნიუ-იორკის ქუჩებში

367
safe-image

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ვარსკვლავური წყვილის, ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ურთიერთობა 4 წლიანი ქორწინების შემდეგ დასრულდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბრედლიმ და ირინამ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს, ისინი დროს იმდენად ხშირად ატარებენ ერთად, რომ ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ისინი კვლავ ერთად არიან.

„წლის საუკეთესო მამის“ ტიტული ბრედლი კუპერმა ნამდვილად დამსახურებულად მიიღო. ის თავის ქალიშვილთან, ლეასთან ერთად დროს ძალიან ხშირად ატარებს.

ფოტო: ბრდელი კუპერი ქალიშვილის ბანტიანი თმის სამაგრით სეირნობს

ბრედლი კუპერი და მისი ქალიშვილი, 3 წლის ლეა, საზოგადოების ფავორიტ მამა-შვილადაა აღიარებული

ამჯერად მამა-შვილი ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს, ბრედლის ქალიშვილი ხელში ეჭირა, ლეა ფეხშიშველი იყო, ხოლო კუპერს კეპი ეხურა, თეთრი მაისური ეცვა და ვირუსისგან დამცავი პირბადე ეკეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები