LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ჯეფ ბეზოსი ჯენიფერ გარნერს გვერდიდან არ მოშორებია“ – რევანში შეყვარებულს

567
page

მიმდინარე თვის ყველაზე პოპულარულ ვიდეოდ, ჯეფ ბეზოსის შეყვარებულის, ლორენ სანჩესისა და ლეონარდო დიკაპრიოს ფლირტის ამსახველი კადრები იქცა. ვიდეო ინტერნეტსივრცეს ვირუსულად მოედო. მოგვიანებით ბეზოსმა „ტვიტერზე“ პოსტიც კი გაავრცელა, სადაც ლეონარდო დიკაპრიო მონიშნა და მას გაფრთხილება მისცა.

„ლეო მოდი, რაღაც მინდა გაჩვენო“ – ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შემდეგ ჯეფ ბეზოსი დიკაპრიოს მიმართავს და „მეგობრულ“ გაფრთხილებას აძლევს

ცოტა ხნის წინ ჰოლივუდში საქველმოქმედო საღამო Baby2Baby გაიმართა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა ფონდს 500 000 დოლარი გადაურიცხა.

როგორც ჩანს, ბიზნესმენს არ დავიწყებია ლორენ სანჩესის აშკარა ფლირტი და გადაწყვიტა მისთვის ანალოგიური ქმედებით ეპასუხა. ინტერნეტში ღონისძიებიდან ფოტო გავრცელდა, სადაც ჯეფი ჯენიფერ გარნერთან ერთად პოზირებს. ინსაიდერის განცხადებით, მილიარდერმა გარნერთან ფლირტი გააბა და მას მთელი საღამოს განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები