51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 45 წლის ალექს როდრგესის ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და სამაგალითო ჰოლივუდურ ოჯახადაა აღიარებული. ლოპესი თაყვანისმცემლებს შვილებთან ერთად გადაღებული  ფოტოებით ხშირად ანებივრებს. ამჯერად ჯეი ლომ ინსტაგრამ“ გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა. ვარსკვლავს გრძელი, საოცარად ლამაზი კაბა აცვია, რომლესაც მან მაღალყელიანი ჩექმა შეუხამა. ერთ-ერთ ფოტოზე მას ალექსი კოცნის,  უკანა ფონზე კი ბავშვები პოზირებენ. ჯეი ლოს ლუქმა ინტერნეტი ააფეთქა. „შენ ჩვენს გაოცებას არ წყვეტ“, „საოცარი კაბა“. – წერენ კომენტარებში.

„ბედნიერ დღეს გისურვებთ“, -ასე დაასათაურა ლოპესმა ფოტოები.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, სადაც პროდიუსერ რაიან ტედერთან ერთად პოზირებს, როგორც ჩანს ისინი ახალ სიმღერაზე მუშაობენ.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები