ბოლო თვეების განმავლობაში, 63 წლის პოპ-დედოფალი, მადონა არაერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი „ინსტაგრამ ფილტრებით“ გადაღებული ფოტოების გამო.
ვიდეო: „რა გაუკეთე საკუთარ თავს?!“ – მადონას უცნაური ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
ფოტო: 63 თუ 16 ? – მადონამ „ინსტაგრამზე“ ბავშვური სახით ,,გაინავარდა”
თუმცა, ფილტრით თუ უფილტროდ, ის შესანიშნავად გამოიყურება და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას ბრწყინვალედ ახერხებს. ამჯერად არტისტმა 17,8 მილიონ გამომწერს უახლესი ფოტოები გაუზიარა. მას კრემისფერი კორსეტი და დახეული ჯინსი ეცვა, „ლუქს“ მან ვარდისფერი მოსასხამი შეუხამა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავმა ახალი ტატუ დაიმატა. მან მაჯაზე თავისი ალბომის, Madame X-ის პატივსაცემად წარსწერა დაიწერა.