სანტა-ბარბარაში, MTV Movie & TV Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს შორის იყო 52 წლის ჯენიფერ ლოპესი. არტისტმა „თაობის ჯილდო მიიღო“.
ჯეი ლო დიდი ემოციებით შეხვდა გამარჯვებას და სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა. მას ტყავის შავი კორსეტი და სხეულზე მომდგარი ქვედაბოლო ეცვა.
„მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ თქვენ მყავხართ. განსაკუთრებული მადლობა ბენს, რომელიც მე სახლში მელოდება. უჩემოდ არ წახვიდე, 7 საათზე სახლში ვიქნები“, – თქვა ჯეი ლომ.
დაჩქარებული წესით მანქანაში – „ბენიფერის“ მორიგი თინეიჯერული ტრფიალი
დიდი შეხვედრა – „ბენიფერის“ მორიგი დაუფარავი გრძნობები
ფოტო: ერთხელ გაკოცებ და წავალ – ბენი ჯეი ლოს ვერ ელევა