მამის ავადმყოფობით გამოწვეული ძლიერი სტრესის შედეგად, ბრიტნი სპირსს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

,,არც კი ვიცი საიდან დავიწყო, რადგან ამის თქმა ძალიან მიმძიმს” – ბრიტნი სპირსი მუსიკალურ პაუზას იღებს (ფოტო)

გაირკვა, რომ პოპ პრინცესას ემოციური აშლილობა ძვირად დაუჯდა, რადგან მას ახლა 1 თვით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნა მოუწევს.

სარეაბილიტაციო კურსის დაწყებამდე, 37 წლის შემსრულებელმა ,,ინსტაგრამზე” ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

,,გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გონებას, სხეულსა და სულს“, – წერია ამერიკელი მომღერლის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოზე, რომელსაც თავად ვარსკვლავის მინაწერი: ,,ყველას გვჭირდება დრო საკუთარი თავისთვის” ახლავს.

 

View this post on Instagram

 

We all need to take time for a little “me time.” 🙂

A post shared by Britney Spears (@britneyspears) on

შეგახსენებთ, რომ პირველად, მსგავსი დიაგნოზით, სტრესის მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში, ბრიტნი სპირსი 2007 წელს მოხვდა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები