გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი დაინიშნნენ. ასევე, მილიარდერმა ახალი იახტა, Koru შეიძინა, რომელსაც 5 წლის განმავლობაში აშენებდნენ. მისი ღირებულება კი 500 მილიონ დოლარს შეადგენს. სწორედ აღნიშნული იახტით მოგზაურობს წყვილი. შემდეგი გაჩერება პორტოფინო გახდა. პაპარაცებმა წყვილი შვილებთან ერთად გადაიღეს.
59 წლის ჯეფი საყვარელ ქალს გვერდიდან არ შორდებოდა და მას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. 53 წლის ლორენს Mirae Paris-ის სხეულზე მომდგარი, მწვანე კაბა ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 297 ევროა.
ფოტოებმა უამრავი კომენტარი გამოიწვია.
„ჯეფი მას კოსმოსში არ გააფრენს!“, „თვალის ჩინივით უფრთხილდება და მას რაკეტით გაუშვებს კოსმოსში?“, „საუკეთესო წყვილია“, „როგორი ბედნიერები არიან“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, მომავალ წელს, ჯეფ ბეზოსის კომპანია, Blue Origin კოსმოსში ეკიპაჟს გააგზავნის. ეს იქნება ისტორიაში პირველი კოსმოსური ფრენა, რომელიც მხოლოდ ქალბატონებით იქნება დაკომპლექტებული. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟს სათავეში ბეზოსის საყვარელი ქალი, ლორენ სანჩესი ჩაუდგება.
ნიშნობის ბეჭედი, რომელიც მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა საცოლეს აჩუქა, სამ-ნახევარი მილიონი დოლარი ღირს
ისტორიული ფრენა – მილიარდერი ჯეფ ბეზოსი საყვარელ ქალს კოსმოსში უშვებს
_