გასულ კვირას, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი მაიამიში მდებარე სახლში ერად გადაიღეს. გავრცელებული ფოტოებით რომანი დადასტურდა, „ბენიფერი“ 17 წლის შემდეგ კვლავ ერთადაა.

„ვნებიანი ღამის შემდეგ“ – ჯეი ლო და ბენ აფლეკი კვლავ ერთად გადაიღეს – პაპარაცული ფოტოები

მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვარსკვლავურ წყვილს საკმაოდ ქაოსური პერიოდი აქვს, ისინი თავიანთ შვილებს მაინც პირველ ადგილზე აყენებენ და მათთან დიდ დროს ატარებენ.

სულ ცოტა ხნის წინ 51 წლის ლოპესი ტყუპებთან ერთად მაიამის აეროპორტში დააფიქსირეს, როგორც ჩანს, ისინი პირადი ვერტმფრენით ლოს-ანჯელესისკენ მიემართებოდნენ.

ამის პარალელურად, 48 წლის ბენი ლოს-ანჯელესში, „ბრენტვუდის“ ცენტრში შვილებთან ერთად ვახშმობდა.

ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ჯეი  ლოს ბავშვები ბენის გასაცნობად მიჰყავს“, „იდეალური მშობლები“, – წერენ კომენტარებში.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები