LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი-ზი და ბიონსე ვენეციაში – შავებში გამოწყობილი მეუღლეები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ქორწილში

1603
byoncenews

ჯეი-ზი და ბიონსე ვენეციაში, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბერნარ არნოს შვილის ქორწილში იმყოფებოდნენ. ბერნარ არნოს ვაჟის, 29 წლის ალექსანდრე არნოს რჩეული ფრანგული აქსესუარების ბრენდის დამფუძნებელია.

„სიყვარულის შესახებ“ – ბიონსე და ჯეი-ზი Tiffany & Company-ის საოცრად ემოციურ სარეკლამო კამპანიაში

ბიონსე და ჯეი-ზი არნოს დიდი ხნის მეგობრები არიან, ამიტომ მეუღლეები საგანგებოდ ჩაფრინდნენ ვენეციაში საზეიმო ცერემონიაზე. საინტერესოა, რომ ამ დღისთვის მეუღლეებმა არჩევანი შავ ფერზე გააკეთეს. ბიონსე შავ პალტოში იყო გამოწყობილი და პირბადეც შავი ეკეთა. პალტოს შიგნიდან მოჩანდა ცისფერი ატლასის კაბა და ამავე ფერის ფეხსაცმელი. ასევე შავებში იყო გამოწყობილი ჯეი-ზიც.

ყვითელი კომბინეზონი, ძვირადღირებული იახტა და რომანტიკა – ბიონსეს იტალიური არდადეგები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები