LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიოსთან ,,ფლირტის” შემდეგ – ჯეფ ბეზოსი შეყვარებულთან ერთად გალაკონცერტზე გამოჩნდა

488
page

გასულ კვირას, ინტერნეტსივრცე მილიარდერი ჯეფ ბეზოსი შეყვარებულისა და ლეონარდო დიკაპრიოს ფლირტის ვიდეომ დაიპყრო. 51 წლის ლორენ სანჩესი ლეოს დანახვამ იმდენად აღაფრთოვანა, რომ მის გვერდით, უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი მეუღლე სულ გადაავიწყა. მოგვიანებით „ამაზონის“ დამფუძნებელმა „ტვიტერზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც ლეონარდოს მეგობრულ გაფრთხილებას აძლევს.

„ლეო მოდი, რაღაც მინდა გაჩვენო“ – ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შემდეგ ჯეფ ბეზოსი დიკაპრიოს მიმართავს და „მეგობრულ“ გაფრთხილებას აძლევს

აღნიშნული მოვლენების შემდეგ, წყვილი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ჯეფი და ლორენი ჰოლივუდში, Baby2Baby-ის გალაკონცერტზე იმყოფებოდა. დიკაპრიოს გარეშე ლორენი სულ სხვანაირად იქცეოდა და პარტნიორს გვერდიდან არ შორდებოდა. ლამაზმანს შავი, დახვეწილი კაბა ამშვენებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები