LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი ბოსტნეულს თავად არჩევს – „შანელის“ პიჯაკში გამოწყობილი რიანა საყიდლებზე დაცვის გარეშე გადაიღეს

957
Untitleduy

როგორც ცნობილია, მიმდინარე თვეს, 33 წლის ბარბადოსელი არტისტი, რიანა მილიარდერი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი გახდა. „ფორბსის“ ინფორმაციით, ვარსკვლავის ქონება 1.7  მილიარდ დოლარს შეადგენს.

რიანა მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსი გახდა

თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული ფაქტი ბარბადოსელი ლამაზმანისთვის არაფერს ცვლის, ის ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებს და საყიდლებზე თავად დადის, თანაც ის ამას დაცვის გარეშე აკეთებს. სულ ცოტა ხნის წინ რიანა მანჰეტენზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გადაიღეს. ის ბოსტნეულის სექციაში იყო და პროდუქტებს თავად არჩევდა.

33 წლის არტისტი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას შანელის შავი პიჯაკი და დახეული ჯინსის შარვალი ეცვა, აღნიშნულ „ლუქს“ მან მარგალიტის მასიური ყელსაბამი და მწვანე კეპი შეუხამა.

ფოტო/ვიდეო: რიანასა და მის შეყვარებულს კლუბში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე არ უშვებდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები