რამდენიმე დღის წინ ჰიპ-ჰოპ არტისტს კანიე უესტს 44 წელი შეუსრულდა. არავინ ელოდა, თუ მას ყოფილი მეუღლე კიმ კარდაშიანი იუბილეს ასე ემოციურად მიულოცავდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, რეალითი შოუს ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა.
„დაბადების დღეს გილოცავ, მუდამ მეყვარები“, – ასეთი ემოციური სიტყვებით დაასათაურა ფოტოები კიმმა.
ასევე კარდაშიანმა „ინსტაგრამის სთორიში“ რეპერის ბავშვობის ფოტოც გაავრცელა.
„იმედია ჩემი მომავალი პარტნიორი ხელოვანი იქნება, რათა ჩვენ ერთ ენაზე საუბარი შევძლოთ“ – კანიე უესტი
შეგახსენებთ, კანიე და კიმი ერთმანეთს 6 წლიანი ქორწინების შემდეგ რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. მათ 4 შვილი ჰყავთ.