LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერა: ბრიტნი სპირსმა საკუთარ დაბადების დღეზე ახალი კომპოზიცია Swimming in the Stars გაავრცელა

97
safe-image

2 დეკემბერს, პოპ-ვარსკვლავი, ბრიტნი სპირსის დაბადების დღე იყო, ის 39 წლის გახდა. აღნიშნულ დღესასწაულზე ბრიტნიმ  ახალი სინგლი, Swimming in the Stars გაავრცელა. კომპოზიცია არტისტის რიგით მეცხრე ალბომში Glory შევა. სიმღერა სტუდიური ჩანაწერის დელუქს ვერსიაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში დღეს, 4 დეკემბერს ჩაეშვება.

შეგახსენებთ,  ბრიტნისა და მისი მამის, ჯეიმი სპირსის სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა. აშშ-ის სასამართლომ ბრიტნის უარი განუცხადა მოთხოვნაზე, განთავისუფლებულიყო მამის მეურვეობისგან. აღსანიშნავია, რომ ჯეიმი ქალიშვილის ქონებას უკვე  12 წელია განკარგავს. ამის მიზეზი კი ვარსკვლავის მენტალური ჯანმრთელობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები