LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ უნდა გავთხოვდე ისევ და გავირთულო ცხოვრება?!“ – ჯენიფერ გარნერი People-ის გარეკანზე

508
40883390-0-image-a-13-1616595542766

48 წლის ჯენიფერ გარნერი გამოცემა People-ის აპრილის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ინტერვიუში მსახიობმა პანდემიის დროს შვილებთან ერთად გატარებულ თვითიზოლაციის პერიოდზე ისაუბრა და ასევე პირად ცხოვრებასა და ქორწინებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„რატომ უნდა გავთხოვდე ისევ და გავირთულო ცხოვრება ?! იმას არ ვამბობ, რომ მარტოობაში ვიქნები სულ, უბრალოდ ახლა ამის დრო არ არის“, – ამბობს მსახიობი.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში გატარებულ პერიოდს, მისი თქმით, სწორედ იმ პერიოდში აღმოაჩინა, რომ საკმაოდ ძლიერი პიროვნება ყოფილა.

ცნობისთვის, ჯენიფერს ყოფილ მეუღლესთან, ბენ აფლეკთან სამი შვილი ჰყავს. წყვილი 2005 წელს დაქორწინდა, მათმა ქორწინებამ 10 წელს გასტანა. ბენთან განქორწინების შემდეგ ჯენიფერი ჯონ მილერს ხვდებოდა, თუმცა მათი ურთიერთობა 2 წელი გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები