შაკირა ამჯერად საყვარელი ბრენდის, „ფენდის“ ჩვენებას დაესწრო. პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე მომღერალს სახიდან ღიმილი არ მოსცილებია. ჟერარ პიკესთან დაშორებული მომღერალი ახლა ცდილობს ყველას დაუმტკიცოს, რომ მის ცხოვრებაში, დრამები დასრულებულია.
„ფენდის“ ახალი კოლექცია კიმ ჯონსმა წარადგინა. სწორედ „ფენდის“ სამოსში იყო გამოწყობილი თავად შაკირაც. მას თეთრი ტოპი შავ შარვალთან და ზემოდან, პლისე შავ ქვედაბოლოსთან ჰქონდა შეხამებული.
სამოსი ქვეტექსტით – „შაკირამ ჟერარ პიკეს შეტყობინება გადასცა“ – დასავლური მედია
„მიტოვებული ქალთევზას რევანში“ – შაკირას ახალი კლიპი 3 დღეში 18 მილიონ მილიონ ნახვას აგროვებს