რამდენიმე საათის წინ, გამოცემა Page Six -მა სკანდალურ ფოტოები გაავრცელა. პაპარაცებმა ბენ აფლეკი მის ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ გარნერთან ერთად ლოს-ანჯელესში, მანქანაში გადაიღეს. ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ყველა ჯეი ლოს რეაქციას ელოდა და აი, წყვილი ლოს-ანჯელესში, გამოჩნდა.
მართალია, 54 წლის ლოპესს არც თუ ისე კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა, ის მეუღლეს გვერდიდან არ შორდებოდა. მათ თან ქალიშვილები, სერაფინა და ემმა ახლდათ.
სხვათა შორის, გასულ თვეს ბენი და მისი ექს-ცოლი, ჯენიფერ გარნერი ფლორენციის აეროპორტში ჩახუტებულები გადაიღეს.
„ხომ მშვიდობაა ბენიფერთან?“ – ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი აეროპორტში ჩახუტებულები გადაიღეს
„ძვირფასო ბენ“ – ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკს ქორწინებიდან ერთი წლის იუბილეზე მიმართავს