ბენ აფლეკი ფლორენციის აეროპორტში გადაიღეს. ის ყოფილ მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს მხურვალედ ჩაეხუტა. გარნერი ბენის ხილვით საოცრად ბედნიერი ჩანდა. ექს-წყვილი ბევრს იცინოდა. როგორც ირკვევა, აფლეკი იტალიაში შვილებთან შესახვედრად ჩავიდა. ამ დრომდე უცნობია, იმყოფება თუ არა მასთან ერთად ჯენიფერ ლოპესი.
ცხადია, ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ აფლეკსა და გარნერს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, თუმცა, უახლესმა ფოტოებმა მაინც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
„ხომ მშვიდობაა ბენიფერთან?“, „ასეთი ჩახუტება რა საჭირო იყო?“„აშკარად რაღაცას სთხოვს გარნერი“, „ჯეი ლოს რკინის ნერვები ჰქონია“, – წერენ კომენტარებში.
ბენ, მშვიდობით! – ბენ აფლეკის ყოფილი ცოლი, ჯენიფერ გარნერი დაინიშნა
ჯეი ლომ ჯენიფერ გარნერს ქალიშვილი „დისნეილენდში“ გაატანა – „ბენიფერის“ „შერეული ოჯახის“ ქრონიკები