LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის ახლადგამოსული ალბომი Evermore ჩარტებს იპყრობს

111
page

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა ამერიკელმა მომღერალმა, ტეილორ სვიფტმა 11 დეკემბერს  მე-9  სტუდიურ ალბომი, Evermore გამოუშვა, რომელშიც  15 სიმღერაა წარმოდგენილი. გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში ნამუშევარი ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა, უფრო მეტიც, ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალბომმა Billboard 200-ში მოწინავე პოზიციები დაიპრო და პირველ პოზიციას უკვე მე-2 კვირაა აღარ თმობს.

შეგახსენებთ, არტისტმა ზაფხულში ალბომი Folklore გამოუშვა, რომელიც  „გრემის“ 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი. ალბომმა უიტნი ჰიუსტონის რეკორდი დაამყარა და Billboard 200-ში პირველი ადგილიც დაიკავა.

ტეილორ სვიფტის ნამუშევარი Folklore პირველი ალბომია, რომელიც 2020 წელს მილიონ ასლად გაიყიდა

„ზოგიერთ მყიდველს გაუმართლებს და ალბომში კატის ბეწვს ან ღვინის ნაკვალევს აღმოაჩენს, რომელიც ზოგჯერ ავტოგრაფების დაწერისას მეღვრება ხოლმე“ - დაწერა არტისტმა „ტვიტერზე“ და ალბომების ფონზე  თავისი კატის ფოტოც გააზიარა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები