გასულ თვეს, ბრიუს უილისისა და დემი მურის ქალიშვილი, რუმერი დედა პირველად გახდა. გოგონას ლუეტა დაარქვეს. როგორც ჩანს, დემი მურმა შესანიშნავად მოირგო ბებიის როლი.
60 წლის დემი და მისი ქალიშვილი რუმერი გოგონასთან ერთად ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. ისინი მზიანი დღით ტკბებოდნენ და პატარას საბავშვო ეტლით ასეირნებდნენ.
დემი მური ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მას თეთრი ზედა, ჯინსის შარვალი და შავი ბათინკები ამშვენებდა. ფოტოებმა უამრავი კომენტარი გამოიწვია.
„ყველაზე მაგარი ბებია მსოფლიოში“, „ნუთუ დემი 60 წლის არის“, „უმაგრესი გოგოები“, – წერენ კომენტარებში.
„ბებია ბებიას აღარ ჰგავს“ – 60 წლის დემი მურმა პირველი შვილიშვილი გამოაჩინა
„ეს ნამდვილი სასწაულია“ – ბრიუს უილისი და დემი მური ბებია-ბაბუა პირველად გახდნენ
დემი მურისა და ბრიუს უილისის ორსულმა ქალიშვილმა დედის საკულტო ფოტოსესია გააცოცხლა