LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“10 წლის წინ რომ დაგვეწყო მომზადება, სამ პაციენტს მაინც ვერ ავიცილებდით თავიდან” – თენგიზ ცერცვაძე

121
28619227-2026251050978614-3469846934647178397-o

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრ ქვეყანაში – ჩინეთში საგრძნობლად იკლო, თუმცა სხვა დანარჩენ ქვეყნებში დაინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა. მისი განმარტებით, სამედიცინო თვალსაზრისით ყველაზე განვითარებულ ქვეყანას, როგორიცაა აშშ, აღნიშნული ვირუსით 6 გარდაცვლილი ჰყავს.

„ამ ფონზე, ჩვენთან სულ 3 პაციენტია და რაც ყველაზე მთავარია, სამივე მათგანი დაინფიცირდა უცხოეთში და მოყვანილია უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ. ორი საერთოდ, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრიდან მოხსნეს ისე, რომ საქართველოში ვინმესთან კონტაქტის საშუალებაც არ ჰქონიათ. ერთი ქალბატონი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, იმ დღესვე მოვიდა, როგორც კი იგრძნო მცირე ხველა, ყელის ტკივილი. ქვეყნების უმეტესობაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემა, როდესაც დაინციფირება ხდება ქვეყანაში არსებული ინფიცირებული პირიდან. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეული საფრთხე ქვეყანს ექმნება. თუმცა, ჯერჯერობით ჩვენთან ეს არ არის. ამას დიდად შეუწყო ხელი იმან, რომ სამივე ადამიანი ფაქტობრივად საზღვრიდან მოიყვანეს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

48 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა: მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ

კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში ვირუსის შიდა გავრცელება არ ფიქსირდება და სამივე შემთხვევა სხვა ქვეყნიდან შემოსულია.

“ჩვენი ოპონენტები რომ გვსაყვედურობენ, დროულად არ იყო ზომები მიღებულიო, თორემ უკეთესი მდგომარეობა იქნებოდაო და რაღაც რეკომენდაციებს იძლევიან, სამწუხაროდ, ხშირად ისინი არიან, ვისაც არავითარი გამოცდილება არ აქვთ ამ საქმეში და მსგავსი ეპიდემიიის დროს პაციენტები თვალითაც არ უნახავთ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, 10 წლის წინ რომ დაგვეწყო მომზადება, 10-ჯერ მეტი ინტენსივობით, 3 პაციენტს მაინც ვერ ავიცილებდით თავიდან, რადგან ისინი საზღვრის გარეთ დაინფიცირდნენ და რაც არ უნდა მზად იყო, თუ ვინმე ირანში დაინფიცირდება ან იტალიაში, ის შენი მოქალაქეა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ტელეხიდი ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის: კორონავირუსთან დაკავშირებით კითხვები ჩინელ კოლეგებს

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით 3 ადამიანი, ამ დროისათვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება კლინიკის მიერ მკურნალობის მეთოდებსა და მიმართულებას, დღეს ქართველ და ჩინელ ექიმებს შორის ტელეხიდი შედგა, სადაც კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ონლაინშეხვედრა საქართველოში ჩინეთის საელჩოს ინიციატივით გაიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g