LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 მილიონი იქურდა, ხალხს აწამებდა, მერე ამბობს, რომ თურმე მთელი ცხოვრება ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ – კობახიძე სააკაშვილზე

107
1

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი დანაშაულების ხარისხის ფონზე, მოკრძალებული სასჯელი აქვს შეფარდებული.

ამის შესახებ კობახიძემ სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი უმძიმესი დამნაშავეა:

“მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, ეს ერთი. მას აქვს შეფარდებული საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხარისხისა, ეს არის 6 წელი, რაც არის, მათ შორის, ჩვენ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის დამსახურება და მან ამისთვის, ბუნებრივია, სასჯელი უნდა მოიხადოს.

შურისძიებას არ ნიშნავს ის, როდესაც კანონის წინაშე ადამიანი არის თანასწორი. არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და აქვთ შეფარდებული ზოგს 8 წელი. კაცმა იქ 9 მილიონი იქურდა, იქ ადამიანის წამება შეუკვეთა, იქ ტელევიზია მიიტაცა, ხალხს აწამებდა ციხეებში და ამისთვის 6 წელი არის არაფერი. მკურნალობა დასრულდა 2 კვირის წინ, „რეფიდინგი“ დასრულდა ორი კვირის წინ, რაზეც არსებობს ოფიციალური დასკვნა.

ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა და მას ჰქონდა უფრო რთული მდგომარეობა თავის დროზე, როდესაც შიმშილობა დაასრულა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. უკვე გასულია ლამის 1 თვე და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს. როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარა დისკრიმინაცია.” – აცხადებს კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის გატაცებები სხვა ქვეყანაში იგეგმება, საქართველოში კი ხორციელდება.

კობახიძე ამბობს, რომ ეს მოლანდება, სიზმარია:

“მოლანდება დავარქვათ ამას, სიზმარი დავარქვათ. წარმოუდგენელია სერიოზული კომენტარის გაკეთება ასეთ რაღაცებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება. თან რაზეა საუბარი, მას აქვს ინფორმაცია, წავიდეს და მოახსენოს შესაბამის ორგანოებს, საქმე მარტივად არის.” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ვრცლად თემის შესახებ:

პენიტენციური სამსახურის განცხადება: სააკაშვილი მე-12 დაწესებულებაში კანონმდებლობის სრული დაცვით არის გადაყვანილი

სააკაშვილის გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში – მელია

შთამბეჭდავი ცინიზმია, რაც მოხდა – უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის გადაყვანაზე

ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, გაბრუებული იყო, ამ ეტაპზე ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა ქართული პენიტენციური სისტემიდან – გვარამია

კომუნიკაბელური არ არის, გაბრუებულია, „ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს“ – გვარამია სააკაშვილის რუსთავში მონახულების შემდეგ

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები, ახირებები, კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს – წულუკიანი სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g