LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, გაბრუებული იყო, ამ ეტაპზე ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა ქართული პენიტენციური სისტემიდან – გვარამია

115
Untitled-design-99

რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას ძალადობა არ განხორციელებულა, ამ ეტაპზე ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა ქართული პენიტენციური სისტემიდან, – ამის შესახებ ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილი საკმაოდ სუსტად გამოიყურება.

„ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. სააკაშვილი ძალიან დაუძლურებული იყო, მას მიაკითხა ბევრმა ადამიანმა, მიაკითხეს ეტლით, ჩასვეს ეტლში. მას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, იყო გაბრუებული, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და ჰქონდა მაღალი წნევა. როგორც მითხრა, მიხვდა, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა, უარესი დამართნოდა, რის გამოც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები, ახირებები, კვლავ გონია, რომ პრეზიდენტია და მის ბრძანებებს ვინმე უნდა დაემორჩილოს – წულუკიანი სააკაშვილზე

ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით. ამ ეტაპზე ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა ამ დაწესებულებიდან, საერთოდ ქართული პენიტენციური სისტემიდან, იქნება საავადმყოფოს ფორმის პენიტენციური სისტემა თუ რეალური პენიტენციური დაწესებულება. გაყვანა აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომუნიკაბელური არ არის, გაბრუებულია, „ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს“ – გვარამია სააკაშვილის რუსთავში მონახულების შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g