LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი – ეს პროცედურული ნაწილია, რაზეც ჩვენ დღეს პასუხი მივიღეთ, ევროსასამართლო საჩივარს არსებითად განიხილავს

122
2p29823aezf14f7

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მისი თქმით, დღევანდელი პასუხი “ე.წ. დროებით ღონისძიებას ეხება” მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე.

იუსტიციის მინისტრი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე

“სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სანამ საჩივარს განიხილავს, მიზანშეუწონლად მიაჩნია საქართველოს მთავრობას დაავალოს[მიხეილ სააკაშვილის] დაუყოვნებლივი გადაიყვანა სხვა ქვეყანაში, მათ შორის სამკურნალო მიზნით. ეს არის სულ, რასაც ეს შეტყობინება ამბობს და ამ შეტყობინებას სასამართლოს მხრიდან რაიმე ტიპის განვრცობა არ მოჰყოლია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ბუზისგან სპილოს შექმნას და ამ საქმესთან დაკავშირებით ნიშნის მოგებით საუბარს.

მინდა გარკვეული ბუნდოვანება გავფანტო, რომელიც არსებობს ამ პასუხთან დაკავშირებით და ის ბუნდოვანება, რომელიც ხელისუფლებამ და იუსტიციის სამინისტრომ შექმნა დღევანდელი ბრიფინგით. ეს არ არის ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო

სააკაშვილი: ჩემი ბრძოლა სიცოცხლისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის გრძელდება

სააკაშვილი ეხმაურება იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის თანახმად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე

არსებითად ამ საქმეს განიხილავს. ეს გახლდათ პროცედურული ანუ ე.წ. დროებითი ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული პროცედურული გადაწყვეტილება. ანუ დაცვის მხარემ, ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ ამგვარი ერთ-ერთი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხზე ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, სულ მცირე, იქამდე ვიდრე საჩივრის განხილვა არ დასრულდება. ანუ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახლდათ სწორედ ეს, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდეც კი, დაუყოვნებლივ დაევალებინა მთავრობისთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა მომხდარიყო ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. ეს პროცედურული ნაწილი არის მხოლოდ, რაზეც ჩვენ დღეს პასუხი მივიღეთ. თუმცა, არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ საკითხში მთავარი არის საჩივრის არსებითი განხილვა, ანუ ევროსასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს და ამ საჩივარს არსებითად განიხილავს და ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება გადაწყვეტილების შემდეგ“- განაცხადა თუთბერიძემ.

მისი განმარტებით, უნდა ითქვას, რომ ბუნებრივია, ევროსასამართლო სახელმწიფოს არ და ვერ დაავალებდა იმგვარი ქმედების განხორციელებას, რასაც დაცვის მხარე არ ითხოვდა.

ნიკა მელია: მოვუწოდებ პარტიის მენეჯმენტს, უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა, გადადგას ქმედითი და შედეგზე ორინეტირებული ნაბიჯები!

“ეს არის პროცესი, გადავდივართ მეორე ეტაპზე” – გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე