LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად აშშ-დან ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, შვეიცარიიდან კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები ჩამოვლენ

250
მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას გასცემს, სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად აშშ-დან და შვეიცარიიდან ექსპერტების ჯგუფი ჩამოვა.

მინისტრი სააკაშვილზე: თუ სჭირდებათ კონკრეტული მიმართულების ექიმი, საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, ან სახელმწიფო კლინიკებში დამატებითი რეაბილიტაცია, თუ მოგვმართავენ – დავეხმარებით

როგორც ხაჭაპურიძე აღნიშნავს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ სპეციალისტები ერთობლივ დასკვნას დადებენ:

“აშშ-დან ჩამოვლენ ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, კიდევ ერთი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. შეიძლება კიდევ ვინმე დაემატოს…

მოინახულებენ მიხეილ სააკაშვილს. ალბათ, 2 დღე გაგრძელდება, შეიძლება საქმის გარემოებიდან გამომდინარე კვლევაც ჩატარდეს და შემდეგ, აშშ-დან და შვეიცარიიდან ერთობლივი დასკვნა დაიდება”, – თქვა ხაჭაპურიძემ.

უფლებადამცველი ასევე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წარმოუდგენელია”.

ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია – ის საქართველოს პო­ლი­ტი­კა­ში ფაქ­ტო­რია

“ნეტარ არიან მორწმუნენი “ნაციონალურ მოძრაობას” რაც შეეხება. რაც შეეხება სააკაშვილს, ამ თემაზე თითქმის არ გვისაუბრია. უკრაინის თემები აინტერესებს და საქართველოს აგვისტოს ომის თემამ ისე ჩაიარა, ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ამის თაობაზე თვითონ გააკეთებს განცხადებას”, – თქვა ხაჭაპურიძემ.

მეუფე ნიკოლოზი: ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს – „კლინიკაში 11 კილოგრამი მაქვს დაკლებულიო“, ვუთხარი, მშურს-მეთქი, რადგან ვშრომობ, ვლოცულობ, რომ წონაში დავიკლო და არ გამომდის არაფერი

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს აღნიშნა, ის წონაში საგრძნობლად იკლებს და ბოლო პერიოდში წნევა და სიცხე აწუხებდა:

“მითხრა, რომ ჯანმრთელობის კუთხით კარგად არ არის – ეს დღეები სიცხე ჰქონდა, წნევა ჰქონდა მაღალი, ანთებითი პროცესია განვითარებული, ექიმები ყურადღებას აქცევენ და სათანადო მკურნალობას უტარებენ, მათი კმაყოფილი იყო. დაინტერესდა ამერიკელი ექსპერტებით, და იმით, გასცემდა თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ნებართვას, ძირითადად ამაზე ვისაუბრეთ”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები