LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი რაღაცის გაკეთება არის ნაძირლობა.. პირდაპირი ეთერი რომ არ იყოს, ნახალოვკელი ვარ და ვიტყოდი“ – „ოცნების“ დეპუტატი რუსულ რუბლებზე

186
Fortuna.ge

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მოქალაქემ „ოცნების“ დეპუტატებს სასესიო დარბაზის აივნიდან რუსული რუბლები გადმოაყარა, მმართველი პარტიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი მცირე კომენტარით გამოეხმაურა.

ვიდეო: მოქალაქემ „ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა – „არა რუსულ რეჟიმს“ 

დეპუტატის შეფასებით, ასეთი ქმედება „ნაძირლობაა“.

„მეც ვეთანხმები, რომ შშმ პირების დღის აღნიშვნის დროს, ამის ფონზე, ასეთი რაღაცის გაკეთება არის ნაძირლობა. პირდაპირი ეთერი რომ არ იყოს, ნახალოვკელი ვარ და ვიტყოდი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კობახიძე რუსულ რუბლებზე: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, იგივე კუპიურები გადმოყარეს, რაც რამდენიმე დღის წინ, საერთო კოორდინაცია კარგად ჩანს

ცნობისათვის, პარლამენტში, სადაც სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ, პარლამენტის თავმჯდომარის მისალმების დროს ერთ-ერთმა პირმა სასესიო დარბაზის აივნიდან გადმოფინა ბანერი წარწერით: „არა ორიენტაცია არეულ ქოც-რუსულ ოცნებას დაოჯახებულებისგან“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს რუსული რუბლები გადმოაყარა.

ვიდეო: „დედას შევიგინები, მაგ სიტყვას როგორც ახსენებთ“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერ დეპუტატებს დაუპირისპირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები