LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში სრული კარანტინი არ იგეგმება

113
IMG-1689

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმში სრული კარანტინი არ იგეგმება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მეზვრიშვილმა განაცხადა, ბათუმში ლოკალურად და წერტილოვნად მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.

მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ბათუმში თერმოსკრინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს.

„სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, მათ შორის სრული კარანტინი არ იგეგმება ამ ეტაპზე, არც ბათუმში. ამიტომ არ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, თუმცა შეზღუდვები ხორციელდება ლოკალურად და წერტილოვნად, იქ სადაც ამის საჭიროება არსებობს. მაგალითად, ბათუმში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, ისევე როგორც შეზღუდვები დაწესებულია და ძალაშია სწავლასთან მიმართებით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პრემიერის დავალებით ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

„ისინი ადგილზე სიტუაციის უკეთ მართვის მიზნით არიან ჩასულები. მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად იმისთვის, რომ ხარვეზები აღმოფხვრას და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს განსაკუთრებით ბათუმში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში“, – დასძინა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები