LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბევრი დაბნეული მეგობარი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე, არ დაგიმალავთ…” – სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზე

2764
BeFunky-collage (4)

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას”, – ამის შესახებ სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს.

ამავე პოსტში ის მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობას ეხმიანება.

“ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ”,- წერს სანდრა რულოვსი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, მალევე ექსპრეზიდენტის ახალი ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ის და 30 წლის პოლიტიკოსი უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრი, ლიზა იასკო ერთად არიან.

იხილეთ ამავე თემაზე:

ვიდეო: დავოჯახდით. ჩვენ ვართ ერთად – მიხეილ სააკაშვილი

ლიზა იასკო საქართველოშია

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილს ციხეში შეხვდა: “ის პოლიტიკური პატიმარია”…

რატომ დაშორდნენ მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო რამდენიმე თვის წინ – რას წერს წყვილზე რუსული მედია

იცი, რომ სააკაშვილი განქორწინებულია? – ლიზა იასკო სანდრა რულოვსზე დასმულ კითხვებს პასუხობს

ვიდეო: როგორ მღერის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები