ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ორშაბათს, 16 მაისს გამოაცხადებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დილის 10 საათზე ჩაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა გვარამია ავრცელებს სოციალურ ქსელში.
ბოლო სხდომა 11 მაისს ჩატარდა, სადაც დასკვნითი სიტყვის უფლებით ისარგებლა ნიკა გვარამიამ.
გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, რომელშიც მან ოჯახის წევრებს, “მთავარ არხს”, ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეს მიმართა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის არარსებულ დანაშაულებს საკუთარ თავზე იღებდა. გვარამიამ მოსამართლეს სამართლიანობისკენ მოწუდა მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას პროკურატურა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“ ედავება. ამავე საქმეზე გვარამიასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი – კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.