LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლომდე დედების გვერდით ვიქნებით.. მოდით შაბათს კანცელარიასთან “ – საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებენ

160
Untitled design (4)

„წამალი ბავშვებს“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების და მოქალაქეების მორიგი აქცია შაბათს, 29 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

„ერთი დედა ათას კაცს უდრის, არ გავჩერდებით, მივდივართ წინ, სანამ წამალი არ იქნება“ – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი 

უკვე მეათე დღეა, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან აქციებს უწყვეტ რეჟიმში მართავენ.

მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და ქვეყანაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის სამკურნალო მედიკამენტის „ვოზორიტიდის“ შემოტანას ითხოვენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ დაჩქარებულად მიიღო ეს პრეპარატი” – მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, ზაალ კოკაია აქონდროპლაზიაზე 

დედები ერთმანეთის მონაცვლეობით, მთელი დღის განმავლობაში კანცელარიასთან არიან, საღამოს 19:00 საათზე აქციაზე მისულ მოქალაქეებთან ერთად მარშს მართავენ და მსვლელობით კვლავ ბრუნდებიან მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ღამეს ათევენ.

29 აპრილს დაგეგმილ აქციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ეხმიანებიან და მშობლებსა და მოზარდებს სოლიდარობას უცხადებენ.

ვრცელდება მათი მხარდამჭერი მიმართვები:

„ვფიქრობ, რომ ამ ბავშვებს უფლება აქვთ, მოითხოვონ ის, რაც ეკუთვნით და აუცილებლად ვიქნები ბოლომდე დედების გვერდით იმიტომ, რომ მე თვითონაც დედა ვარ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კარგად დამთავრდება. ვისაც შეგიძლიათ, ვისაც გაქვთ სურვილი, უბრალოდ დაუდექით დედებს გვერდით“, – ამბობს მუსიკოსი სოფო ტოროშელიძე. 

„ვიხოცებით, არ უნდა შეგვხვდნენ? შვილის სიკვდილს ყოველდღიურად თვალებში ვუყურებთ“ – მშობლების აქცია კანცელარიასთან

არტისტი, მწერალი ზურა ჯიშკარიანი: „ჩემი სოლიდარობა ბავშვებს, ჩემი სოლიდარობა გმირ მშობლებს, ჩემი სოლიდარობა იმ მოქალაქეებს, ვისაც ეს ფეხებზე არ ჰკიდიათ. ძალიან ვთხოვ მთავრობას და ყველას, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის, გადადგან კეთილი, ბრძნული და პატრიოტული ნაბიჯი. მადლობა“.

კალათბურთელი გიორგი ცინცაძე: „მე მხარს ვუჭერ მშობლების მოთხოვნას და მათ გვერდით ვარ. წამალი ბავშვებს! მოდით შაბათს, 15:00 საათზე, კანცელარიასთან და ერთად დავუჭიროთ მათ მხარი“.

თუ ევროკავშირის თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში დადასტურდება ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, მისი შემოტანისთვის საჭირო პროცედურები დაიწყოს – სამინისტრო

მუსიკოსი ლევან ცხვარაძე: „მე, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მშობლების მოთხოვნას, ვარ მათ გვერდით. ასე რომ, მოდით შაბათს, 15:00 საათზე კანცელარიასთან და ერთად მოვითხოვოთ წამალი ბავშვებისთვის“.

მსახიობი ბაია დვალიშვილი: „ვდვაგარ მშობლების გვერდით, წამალი აუცილებლად რაც შეიძლება მალე“.

მოდელი ირინა ონაშვილი: „შაბათს, 15:00 საათზე, ყველას გელოდებით კანცელარიასთან“.

მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე: „სოლიდარობას ვუცხადებ მშობლებს! როდესაც თემა ეხება ბავშვებს, მით უმეტეს, მათ ჯანმრთელობას, ეს უფრო მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ ეს ბავშვები ძალიან მალე მიიღებენ მედიკამენტებს“.

ცნობისათვის, აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. რაც შეეხება პრეპარატ „ვოზორიტიდს“, მას მინიჭებული აქვს FDA და EMA-ს ოფიციალური ლიცენზიები და დიაგნოზის სამკურნალო უალტერნატივო მედიკამენტად მიიჩნევა.

ამავე თემაზე:

„სად არის სახალხო დამცველი, როდესაც დედები აქ ასეთ მდგომარეობაში ვართ?“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები

თამარ გაბუნია – რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, არის ის, რომ არ არის ცნობილი მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებში

„ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა ქართველებმა თანხა გამოგვიყვეს, რომელსაც აქციის მომზადებაში გამოვიყენებთ“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები სამოქმედო გეგმაზე

„მახსოვს, როცა დაბადებიდან 2-3 დღის შემდეგ მაკუნამ აღელვებულმა დამირეკა.. პირველი ემოცია შოკი იყო ჩემთვისაც.. ამასობაში სასწაული ხდება, ქმნიან მედიკამენტს, ჩვენი ხელისუფლება კი ხან აიმედებს, ხან ზურგს აქცევს“ – რას წერს ანა სუბელიანი

„სიცრუის მინისტრია, არც მოგვისმინა, სახეში არც შემოგვხედა და ადამიანებად არ გვთვლის“ – აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები კვლავ აქციას აანონსებენ

„თუკი გვეუბნებიან, რომ ერთად უნდა გავიჭირვოთ, რომ კარგი გზები გვქონდეს, ჩვენი ფულიდან უნდა ფინანსდებოდეს კონცერტები.. მინდა იმ გზაზეც თავაწეულმა ვიარო და კონცერტზეც სიამოვნებით წავიდე.. მივხედოთ ბავშვებს, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს“ – ნინო ზაუტაშვილი 

„არ გვაქვს დასაკარგი, ზღაპრების მოსმენის დრო – ვითხოვთ დაფინანსებას ჩვენი შვილებისთვის“ – ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლებს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g