LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელებმა ორ დღეში ათასი პაციენტისთვის განკუთვნილი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია დაასრულეს

621
BeFunky-collage (5)

ქალაქ უხანთან, რომელიც მომაკვდინებელი ვირუსის ეპიცენტრია, ახალი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია ორ დღეში დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ daily mail ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, 48 საათის განმავლობაში მშენებელთა და მოხალისეთა ჩართულობით, 1000-საწოლიანი კლინიკა ცარიელი შენობის რეკონსტრუირების შედეგად გამართეს.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით დაინფიცირებულია 6 ათასამდე ადამიანი.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 16 ქვეყანაშია გამოვლენილი.

კორონავირუსის ეპიცენტრიდან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები საკუთარი მოქალაქეების გაყვანას იწყებენ.ავსტრალია 600 მოქალაქეს, დროებითი იზოლაციის მიზნით, ორი კვირის ვადით, შობის კუნძულზე გადაიყვანს. მოქალაქეების ევაკუირებას უზრუნველყოფს შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია და სამხრეთ კორეა.

ჩინეთთან ფრენები აიკრძალება: უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

შესაძლოა, ანალოგიურ გზას მიმართოს საქართველომაც. ქალაქ უხანში ჩვენი ქვეყნის ხუთი მოქალაქე იმყოფება, თუმცა საშიში ვირუსის ნიშნები ამ ეტაპზე არ აღენიშნებათ.

უჰანში მყოფი ქართველი გოგო ევაკუაციაზე უარს ამბობს

"ვინაიდან მოხდება ჩვენი ევაკუირება, აუცილებლად მოხდება ჩვენი კარანტინში ჩასმა, რაც გულისხმობს ჩვენს სრულ იზოლაციას"

დაავადების გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი რეისებიც გაუქმდება. ამ დრომდე კი დაკვირვების ქვეშ რჩება16 იანვარს ჩინეთიდან ჩამოსული და კახეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი.

ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებულ 22 წლის გოგოს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახალი კორონავირუსით პაციენტის დაინფიცირების ალბათობას გამორიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები