მსახიობის და ტელეწამყვანის რუსკა მაყაშვილის შვილი იუბილარია. რუსკამ სოციალურ ქსელში ილიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც დაბადების დღის ცენტრში აქვთ გადაღებული.
რუსკამ Instagram-ის გამომწერებს ილიას ვიდეოკოლაჟი გაუზიარა და უამრავი მილოცვა მიიღო.
„დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოში ყველაზე გიჟ ბავშვს❤️ რა ბედნიერებაა, რომ ჩემი ხარ ❤️ ჩემი პირველი სიყვარული, ჩემი საოცარი ილია 5 წლისაა. ბედნიერი იყავი ჩემო გიჟო ბიჭო❤️“, – წერს რუსკა.