LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანგრეულია არა საყრდენი, არამედ გამყოფი კედელი, ექსპერტების დასკვნამდე დაპატიმრება უკანონოა – დაკავებული მუშების ადვოკატი

658
screenshot-www-facebook-com-2021-10-08-12-08-33

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. პროკურატურა დაკავებულთა პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

დაკავებულია სამი პირი, ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ორი დაქირავებული მუშა.

დაქირავებული მუშების ადვოკატი ამტკიცებს, რომ მამა-შვილის დაპატიმრება უკანონოა, ვიდრე სახლის ნგრევის მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება. ამასთან, მზია დიასამიძის განცხადებით, დაქირავებულები სარემონტო სამუშაოების დროს ხელმძღვანელობდნენ ბინის ნახაზით და მათ არა საყრდენი, არამედ ოთახების გამყოფი კედელი ჩამოანგრიეს.

„დანგრეულია არა საყრდენი, არამედ გამყოფი კედელი. მზიდი კედელი მხოლოდ ნაწილობრივაა დანგრეული. მამა-შვილი დაქირავებულები იყვნენ და ასრულებდნენ მეპატრონის დაკვეთას. მათი დაპატიმრების საფუძველი ექსპერტების დასკვნამდე არის სრულიად უკანონო“, – განაცხადა მზია დიასამიძემ.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ მიმდინარეობდა ორი ბინის შეერთების პროცესი და დაკავებულებს სამუშაოები სარდაფში საერთოდ არ უწარმოებიათ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.

დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.

პროკურატურამ მათ ბრალდება წარუდგინა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია.

ამავე თემაზე:

ნანგრევებიდან გვიან ღამით ამოყვანილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ნანგრევებში მაშველები სავარაუდოდ, კიდევ სამ ადამიანს ეძებენ

გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე დააკავეს 3 ადამიანი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ

რიჟვაძე: გეოლოგები ირგვლივ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები