„გორის რაიონის სოფელ კირბალიდან რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მწყემსი, ზურაბ დოთიაშვილი, გაიტაცეს,“ – ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დავით ქაცარავას ინფორმაციით, შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.
„გორის რაიონის სოფელ კირბალიდან ახლახანს, დაახლოებით 1 საათის წინ, რუსმა ორკებმა ადგილობრივი მწყემსი, ზურაბ დოთიაშვილი გაიტაცეს. გატაცება ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. რამდენიმე წუთში გატაცების ადგილზე ვიქნებით,“- წერს დავით ქაცარავა „ფეისბუქზე“.