LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს მოდელი 6 თვის ორსულია

215

ავსტრალიელი მოდელი „ინსტაგრამის“ მომხმარებლების კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა. სოციალურ ქსელში მისი მიმდევრები წერენ, რომ მოდელი არ უფრთხილდება ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ მის მუცელშია.

24 წლის ჰანა პოლაიტსს 1.2 მილიონი მიმდევარი ჰყავს, მათ ფიტნესისა და ვარჯიშის შესახებ რჩევებს უზიარებს. ახლა პოლაიტსი 25 კვირის ორსულია, ის მეორე შვილს ელოდება. ამასთან, ჰანა სამშობიაროში მუშაობს.

„ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კომენტარები ძალიან მაოცებს ხოლმე, ორსულობის დროს ქალები ძალიან მგრძნობიარეები ვართ და ადვილია, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გავხდეთ,“ – განაცხადა პოლაიტსმა ინტერვიუში Gold Coast Bulletin-თან.

მისი თქმით, ცდილობს, გულთან ახლოს არ მიიტანოს ადამიანების ნეგატიური განწყობა მის მიმართ, როდესაც საქმე ორსულობის დროს კვებას და ვარჯიშს ეხება.

მოდელის თქმით, ბავშვი იმაზე დიდია, ვიდრე ორსულობის ამ ვადაზე ჩვეულებრივ, უნდა იყოს, თუმცა მუდმივი უსაფრთხო ვარჯიში და სწორი კვება ეხმარება, იდეალური ფიგურა შეინარჩუნოს, საკუთარ თავსა და ბავშვს კი არაფერი ავნოს.

 

Colourful doors and matching @delmaar_latinswimwear bikinis 💛🍍🌴 #babybelly #thirdtrimester

A photo posted by hannahpolites (@hannahpolites) on

Bali belly and booty 🙈🌴💦 🍼

A photo posted by hannahpolites (@hannahpolites) on

Everyday should be smoothie bowl Sunday 👅💕🍇@nourish_with_the_seasons

A photo posted by hannahpolites (@hannahpolites) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები