პარლამენტში მმართველ პარტიასა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის დაპირისპირება მოხდა.
ერთმანეთს ალუდა ღუდუშაური და ანა წითლიძე დაუპირისპირდნენ, კამათში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის სხვა წევრებიც ჩაერთვნენ.
„ეგ რაღაცა გაიხადე, მაიმუნობა რომ გაცვია!“ – მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერ პარლამენტარ ანა წითლიძეს, რომელსაც აცვია მაისური წარწერით „Русский корабль, иди на х*й“
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წევრებს ზრდილობისკენ მოუხმო.