LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი ერთში გგავს”, “შენ მეგონე” – ნინი შერმადინის ულამაზესი ქალიშვილი დედის ასლია: რა ფოტოს გვიზიარებს მომღერალი

12995
BeFunky-collage

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს გვიზიარებს.

ნინის ულამაზესი გოგონა უკვე 14 წლისაა და აღსანიშნავია, რომ ძალიან ჰგავს დედას.

ფოტომ სოც.ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნინის მარიამი საოცრად ჰგავს.

“შენი ბავშვობა გამახსენდა”

“შენ მეგონე”

“ერთი ერთში გგავს”

“როგორ გგავს და რამხელა გაზრდილა” – აღნიშნავენ გამომწერები.

ცნობისთვის, ნინი შერმადინი უკვე წლებია აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ნინის უკვე მიეცა შესაძლებლობა თავისი გოგონა შტატებში ჩაეყვანა.

სამშობლოში ყოფნის დროს ნინიმ fortuna.ge-სთან არაერთ თემაზე ისაუბრა გულწრფელად, შვილთან დაკავშირებით კი აღნიშნა:

“მარიამი უკვე დიდი გოგოა, 14 წლის, არის ჩემი ძალიან ახლო დაქალი. არ არის დიდი სხვაობა ასაკში. თავიდან აქაურობას მოწყვეტა ძალიან გაუჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ მე იქ ვიყავი. მეგობრების დატოვება, ჩემი ძმისშვილის დატოვება, ვისთან ერთადაც გაიზარდა… თავიდან გაუჭირდა, მაგრამ ახლა მოსწონს, იქაც გაიჩინა მეგობრები. მღერის, თან ძალიან კარგად. ვფიქრობ, მე თუ რამე ვერ შევძელი, ჩემს შვილს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა,” – ამბობს ნინი fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ვისი დახმარებით დაძლია რვათვიანი მძიმე დეპრესია ნინი შერმადინმა: „ვფიქრობდი, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა, მეც აღარ ვყოფილიყავი…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები