LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ორი ექიმი უნდა ნახოთ მანამ, სანამ ნახავთ ფსიქიატრს…“- ნანუკა ჟორჟოლიანი სამედიცინო რჩევებით

13080
nanukajorjolianinews

ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას „ტიკ-ტოკის“ საშუალებით აძლევს რჩევებს, რომელ ორ ექიმს უნდა მიმართოთ ფსიქიკური პრობლემების შემთხვევაში:

„თანამედროვე მედიცინა ამბობს, რომ ჰელიკობაქტერია ძალიან უწყობს ხელს მენტალურ პრობლემებს, ამიტომ, ვიდრე მიხვალთ ფსიქიატრთან, რომელიც ჩემსავით, მე მაქვს ასეთი გამოცდილება, დაგინიშნავთ უამრავ წამალს (ეს არ იყო გიორგი ჭეიშვილი), დაგინიშნავთ ფსიქოტროპულებს და ამით შეიძლება საავადმყოფოშიც კი მოხვდეთ, მანამდე მე გირჩევთ, რომ გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავი. როდესაც ვიმკურნალე კუჭ-ნაწლავზე, მომიწესრიგდა ძალიან ბევრი სიმპტომი. კუჭ-ნაწლავის გამოკვლევის შემდეგ უნდა მიხვიდეთ ენდოკრინოლოგთან, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს ფარისებრი ჯირკვალი და ჰორმონალური პრობლემები. აუცილებლად უნდა გაგიკეთოთ ანალიზები დე ვიტამინზე და ბე ჯგუფის კომპლექსზე. ეს ორი ექიმი უნდა ნახოთ მანამ, სანამ ნახავთ ფსიქიატრს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები