LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოგიტყდებით, აგენტი ვარ, რუსეთის აგენტი, პუტინის ჯაშუში! – რობერტ სტურუა

1134
სტურუაააა

რეჟისორი რობერტ სტურუა, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და კრიტიკოსებს ამ ფორმით პასუხობს:

“გამოგიტყდებით, აგენტი ვარ, რუსეთის აგენტი, პუტინის ჯაშუში! 
ძვირად მივყიდე ჩვენ მტრებს უამრავი ქართული საიდუმლო, როგორიც არის:

1. პიესების არჩევა,
2. პიესის ჩანაფიქრის მოფიქრება
3. მხატვართან და კომპოზიტორთან მუშაობა!
რაშიც ორი ორდენი და 1 000000 რუბლი გადმომცეს
მერე ფეხსაცმელში დამალული შემდეგი ინფორმაცია გავაპარე ჩვენ მესაზღვრეებს და მებაჟეებს:
4. როლების განაწილების საიდუმლო
5. მსახიობებთან მუშაობა: სახეების შექმნა, გმირების ფსიქოლოგიის ახსნა
6. რეპეტიციებზე მსახიობების ჭირვეულობის ატანა
პუტინი აღბრთოვანდა და გასამრჯელოც მკვეთრად მომიმატა და:” მერე, მერეო?”
ვასწავლე
7. გავანდე სპექტაკლის ქართული განათების სისტემა
8. რეკლამის შექმნა
ძალიან მოეწონა ვოვას
მერე
9. უვიცი კრიტიკოსების აბდა-უბდის გაძლება
და რაც მთავარია:
10. დაუკავებელი მსახიობების აღელვებული და ნერვებმოსაშლელი ქალწულური გულწრფელი თეორია რეჟისორის უსუსურობაზე!
მოკლედ ქვეყანა გავყიდე!
დამსაჯეთ, თუ შეგრჩათ იუმორი!

P.S.
დანარჩენი საიდუმლო, ალბათ ვინც იცის იმას მოჰკითხეთ – მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტის წევრებს, ვინც არ აირჩიეს, იმათაც, და…
თავისუფლად
მოსეირნე ტურიტებში მიმალულ აგენტებს!” – წერს რეჟისორი სოციალურ ქსელში  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები