LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავბედავ და საჯაროდ ვიტყვი: დღემდე თვალებიდან არ ამომდის სათათბირო ოთახში გასული ატირებული მოსამართლე” – როგორ ემშვიდობებიან დალი მეტრეველს კოლეგები

5911
BeFunky-collage

მოსამართლე დალი მეტრეველი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამძიმრის შესახებ განცხადება გაავრცელა. გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს ადვოკატთა ასოციაციაც.

“ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას…” – მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა

გარდაცვლილ მოსამართლეს კოლეგები და მეგობრები იხსენებენ:

“ოჰ, თქვენო ღირსებავ, Dali Metreveli როგორ ძალიან ჩამწყვიტეთ გული. დედოფალო-თქო ვიტყოდი, მაგრამ ვერ გკადრებთ, ჩემთვის სულ „თქვენო ღირსება“-დ დარჩებით.

გავბედავ და საჯაროდ ვიტყვი: დღემდე თვალებიდან არ ამომდის სათათბირო ოთახში გასული ატირებული მოსამართლე

ამხელა და ამდენი განსხვავებული ადამიანის სიყვარულის მოპოვებას თქვენ თუ შეძლებდით.

უღრმესი პატივისცემით

სტაჟიორი”, – წერს ნათია მეზვრიშვილი.

ნოდარ მელაძე გარდაცვლილ მოსამართლეზე: “როგორ უხაროდა, ამ ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია, შევხვდებით იქ…”

“2007 წელს, სტაჟიორ-პროკურორი რომ ვიყავი და ფეხაკრეფით დავდიოდი სასამართლოში, შეშინებული – რამე არ შემშლოდა, მოსამართლე დალი მეტრეველმა დამიძახა, მასთან ახლოს მისვლა მთხოვა და მადლობა გადამიხადა სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციური მხარდაჭერისთვის.

განა რა კვალიფიკაცია დაინახა ახალბედა სტაჟიორში, მაგრამ მან ზუსტად იცოდა როგორი ჯადოსნური სიტყვები უთხრა პატარა გოგოს, რომელსაც თავდაჯერებულობისთვის და მართლაც კვალიფიციურ პროკურორად ჩამოყალიბებისთვის, ეს როგორ სჭირდებოდა.
ამის შემდეგ იყო ბევრი პროცესი, ბევრი პირადი ურთიერთობა, ბევრი სამოტივაციო შემოძახება (სასამართლოში და მის გარეთ) და

განსაკუთრებული დამოკიდებულება, რომელსაც მისგან ყოველთვის ვგრძნობდი. პრინციპში რა დიდი ნიჭი უნდოდა ამის შეგრძნებას, ადამიანი ღიად გამოხატავდა და სახეზე ეწერა ყველა ემოცია – სიყვარული, სითბო, თანადგომა.

ყოველთვის მემახსოვრებით. ჩემთვის დარჩებით სამაგალითო მოსამართლედ და ადამიანად Dali Metreveli”,- წერს ლონდა თოლორაია.

 

“ერთ – ერთ ბოლო სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გამაოცა. სდხომის დასრულების შემდგომ, საოცარი სიტყვებით მიმართა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს. გაამხნევა, მოტივაცია მისცა და ისე დაარიგა, მხოლოდ დედა რომ შეძლებდა და გაბედავდა. პირობა ჩამოართვა, რომ იცხოვრებს სანიმუშოდ, ასეც იქნება.
ძალიან ვწუხვარ და მტკივა მოსამართლე – დალი მეტრეველის გარდაცვალების ამბავი. ვუთანაგრძნობ ოჯახს, მთელ სასამართლო გუნდს, ჩემ კოლეგებს და ყველა იურისტს, რომელთაც ამ ადამიანის მეშვეობით ერთხელ მაინც აღუსრულებიათ სამართალი და ეს ჩემ მოღვაწეობის პერიოდში არაერთხელ იყო…”, – წერს მარიამ კუბლაშვილი.