LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედპერსონალი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება: პენიტენციური სამსახური

74
პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და მედპერსონალი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი დაწესებულების მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება კლინიკა “ვივამედიდან” ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის – ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი.

ინფორმაციისთვის: დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ.

პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პოპულარულები