LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: ჩემი შვილი თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს

602
3B6BBBA3-A480-4D8A-9FE4-8C8FFF8CF4B9

„ყველაფრის იგნორირებით, ჩემი შვილი თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს,“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მას მისი შვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, სააკაშვილი გადაუდებლად მაღალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ: ნიკოლოზ ყიფშიძე

„ინფორმაცია მაქვს ის, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერა, რომ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ამასობაში ყველაფრის იგნორირებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს.

გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. 2 საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს, არაა ადამიანი, წაიყვანეს.ფაქტია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით, მერე ვერტმფრენში ჩასვეს. სად წაიყვანეს არ ვიცი, ვნახოთ.

არ აქვთ პასუხი იმ გოგონებს, ქვემოთ, რატომ არ გვიშვებენ. არ მაქვს ინფორმაცია, მაქვს მხოლოდ ვარაუდი და ის, რაც ჩემი თვალით დავინახე, როგორ გადაიფრინა ვერტმფრენმა და როგორ ჩაიარა ბრონირებულმა მანქანამ ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ, ამ ციხეში, აღარაა“, – განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-12 საპატიმროს მიმდებარედ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ვერტმფრენი გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g