გივი სიხარულიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ ზებუნებრივი ნიჭის შესახებ საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოუვლინდა:
„მე ადამიანს ავი სულისგან ვათავისუფლებ, თან, ვეუბნები, რა გამოუვლია ცხოვრებაში და წინ რა ელოდება. ამას იმხელა ენერგია მიაქვს ჩემგან, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვეღარავის მივიღებ, რადგან სრულიად ვიფიტები. ეს პროცესი ენერგიას მაცლის. ამ წუთას ოჯახში ვარ სტუმრად ქალბატონთან, რომელსაც იმავე გზით დავეხმარე. ძალიან ცუდად იყო და მე გამოვიყვანე მდგომარეობიდან. ის კი არა, გათხოვდა კიდეც. სატანა ჰყავდა ორგანიზმში და ამისგან გავათავისუფლე, სულ რაღაც ერთ კვირაში დაქორწინდა. ახლა მისი ქმარიც გვერდით მიზის…“