გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ ეს პირები ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში და ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.
„ამერიკელი ხალხი სოლიდარობის ნიშნად გვერდში ედგა ქართველ ხალხს და მათ სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად ვიქეცით, ერთად ვმუშაობთ საქართველოს ერთიან ხედვაზე, იყოს სრულიად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში…
რაც შეეხება კონკრეტული ადამიანების დასანქცირების გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გამოვაცხადეთ, სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება. ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში და ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. მან დააზიანა საზოგადოების საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი ნდობა.
როგორც აქამდე ვთქვით, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს, რათა დავიჯეროთ, რომ ეს ხალხი ჩართული იყო მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში”, – განაცხადა „მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვის პასუხად, პატელმა.
ცნობისათვის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გუშინ, 5 აპრილს გავრცელდა.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას