LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის მინისტრი: არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!

76
რატი ბრეგაძე

„არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მინისტრს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჰკითხა: „აწერს თუ არა ხელს მინისტრი მის მკვლელობას.“

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სახელმწიფო არის ერთ-ერთი პირველი, ვინც  პატიმრის ჯანმრთელობით დაინტერესებულია.

„როგორ შეკითხვას სვამთ? „თქვენ ხელს აწერთ მის მკვლელობაზე?“ – არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!

ბრეგაძე: თუ კონსილიუმის რეკომენდაციები იქნება, ვიმოქმედებთ პაციენტის საუკეთესო ინტერესებით

სტრასბურგის სასამართლოს პირობა დადებული მოწოდება არ ჰქონია გაკეთებული, სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და თქვენ როგორ შეკითხვას სვამთ: „თქვენ ხელს აწერთ მის მკვლელობაზე?“- აღნიშნა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, ყოვლად დაუშვებელია მსგავსი შეკითხვის დასმა. მან ჟურნალისტს მიუთითა, რომ ეს მისი ნარატივი კი არ არის, ეს არის ის, რასაც ავრცელებენ შეგნებულად, რომ თითქოსდა სახელმწიფო სააკაშვილს მიზანმიმართულად კლავს.

რატი ბრეგაძე – საქართველოს კანონმდებლობით ჩვენ არ გვაქვს პატიმართან უკრაინის სახალხო დამცველის შესვლის ვალდებულება

„ეს არის ყოვლად დაუშვებელი. თუკი ვინმეს აინტერესებს მისი ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ და სახელმწიფო. ეს სახელმწიფო ზრუნავს ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი.

ახლა, ვინც თქვენ გეუბნებათ, რომ ეს შეკითხვა დასვათ, სწორედ მას ვეკითხები: რატომ მოუწოდებდით, რომ არ შეწყვიტოს შიმშილობა თქვენი პირდაპირი ეთერიდან, იქნებ ამაზე გასცეთ საზოგადოებას პასუხი. ერთხელ მაინც თუ მოუწოდეთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა?

ნახეთ, რას მოუწოდებენ, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში. ერთხელ მაინც მოუწოდეთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს? არა! სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს საზოგადოებამ.

ჩვენი მიზანი არის აბსოლუტურად კეთილშობილური და ამას ამტკიცებს ფაქტი – ჩვენ მოვუწოდებთ და თხოვნით მივმართავთ ყველა მოშიმშილეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და ბუნებრივია, ამას გვავალებს ჩვენ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობა.

ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

მსგავსი კითხვის დასმა არის ყოვლად დაუშვებელი, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რისი უფლებაც, ბუნებრივია, თქვენ გაქვთ, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ,“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები