Bloomberg-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა. 500 მილიარდერს შორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი 276-ე ადგილს იკავებს.

ყოფილი პრემიერის ქონება 5.52 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. რეიტინგში მითითებულია, რომ ივანიშვილის ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

ბოლო წლების განმავლობაში კი ივანიშვილის ქონება ბლუმბერგის დიაგრამაზე აი ასე გამოიყურება:

აღსანიშნავია, რომ ფორბსის ასეთივე რეიტინგში, ივანიშვილი 298–ე ადგილს იკავებს – 4.5 მილიარდი აშშ დოლარით.

Bloomberg–ის მილიარდერთა რეიტინგის სათავეში Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია 85,6 მილიარდი აშშ დოლარით, სიის მეორე ადგილს ბიზნესმენ უორენ ბაფეტი იკავებს 78,9 აშშ მილიარდი დოლარით, მესამე ადგილზე Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსია 73,5 მილიარდით, მეოთხე ადგილზე კი ამანსიო ორტეგაა 69,3 მილიარდი აშშ დოლარით. პირველ ხუთეულს ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აგვირგვინებს 59.1 მილიარდი დოლარით.

თამთა უთურგაშვილი

მსგავსი თემები