LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, აღარ კვდება – სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა

153
fot (2)

600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, – ამის შესახებ მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძე: ალბათ, იცით სპექტაკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ – სააკაშვილი ჯერ დაიხოცა და ახლა შემოდის პოლიტიკაში

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების თაობაზე საპროტესტო აქციებს არავითარი ფასი არ ექნება.

„საბოლოოდ ყველამ გაიაზრა, რომ სააკაშვილი არის მიუნჰაუზენი და 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას“ – კობახიძე

„თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს, ეს არის ძალიან კარგი. საბოლოოდ, არ ვიცი, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღარიბაშვილი: „ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი და ცირკი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g