LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: არ შეიძლება 400 დღე საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო, ეს სირცხვილია

154
Untitled design

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, სახელმწიფოს საკუთარი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს და სწორედ ამის მიხედვით მოქმედებს.

კობახიძე მესამე პრეზიდენტზე საუბრის დროს ასევე აღნიშნავს, რომ „არ შეიძლება, 400 დღე საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო“.

„ვთქვი, რომ ამ თემაზე (მიხეილ სააკაშვილი) კომენტარებს აღარ გავაკეთებ და ამ პირობას შევასრულებ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან, ციხეში არის ის პირობები, რომლებიც უნდა იყოს, საავადმყოფოებში პატიმრებისთვის არის ის პირობები, რომლებიც უნდა იყოს და, რაც მთავარია, ადამიანის უფლებები დაცულია. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.

სახელმწიფოს არა მარტო გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, არამედ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებს, შესაბამისად, ასეთი შეხსენებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს..

400 დღე არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ისაუბრო, 400 დღე არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო, ეს სირცხვილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე – მისი მდგომარეობა მძიმდება, ირაკლი კობახიძე ჰპასუხობს – „კაი ახლა, 400 დღე, რა დღითი დღე მძიმდება?“.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

რომან გოცირიძე: მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს – ივანიშვილი ჩაჯდება ვერტმფრენში და გაფრინდება ცხინვალში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g