ლიზა ბაგრატიონი „მეხსიერების ბარათი – ქართული კინომუსიკის შედევრების“ შესახებ წერს და მადლობას უხდის ეროვნულ ორკესტრს, პროდიუსერ თეონა ჯორბენაძესა და conceptart-ს, ასევე „მაგთის“ ჩატარებული ღონისძიებისთვის:
„მეხსიერების ბარათი 2 – ქართული კინომუსიკის შედევრები“ იმდენად ჩემია, რომ ყოველთვის მერიდება მასზე ლაპარაკი, მგონია, რომ ჩემგან უხერხულია. ახლაც ვწერ და ვშლი, რადგან ვერაფრით ვპოულობ სიტყვებს, რომელიც გამოხატავს ჩემს მადლიერებას, აღფრთოვანებას, სიხარულს და სიამაყეს იმის გამო, რასაც ნიკოლოზ რაჭველი აკეთებს ჩემი ქვეყნისთვის. ჩვენ არ ვიცით ადამიანების შრომისა და ნიჭის დაფასება, მაგრამ მე მჯერა, რომ მისი სახელი და რაც მთავარია, საქმე იქნება ისეთივე უკვდავი, როგორიც ის მუსიკა და მათი ავტორებია, რომელთაც ასეთი სიყვარულით, ნიჭიერებით და მაღალი პროფესიონალიზმით ეხება, გვახსენებს და უხანგრძლივებს სიცოცხლეს!!!
მიყვარხართ, გმადლობთ და უზომოდ ბედნიერი ვარ რომ თქვენი გუნდის წევრი მქვია!!!“