LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა ევროპარლამენტს, საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისთვის“ – შალვა პაპუაშვილი

136
papu mza

„მადლობა ევროპარლამენტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად ძლიერი გზავნილისთვის,“ – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში  ევროპარლამენტის მიერ საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის მხარადაჭერას გამოეხმაურა.

„საქართველო გააგრძელებს მჭიდრო კონსულტაციებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან ოკუპაციის პრობლემის დღის წესრიგში მაღალ დონეზე დაყენების მიზნით და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით,“- წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რეზოლუციას კენჭი ევროპარლამენტში 23 ნოემბერს უყარეს.  ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას.

ანა ფოტიგა: „თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.. მინდა ამ საკითხზე დებატები და რეზოლუციის მიღება მოვითხოვო“

„რუსებმა ზუსტად იცოდნენ თუ ვის ესროდნენ. როგორც გამოცდილება აჩვენებს, მათ ხელისუფლებისგან აქვთ გადაცემული ჩვენი მებრძოლების სიები“ – სააკაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

კობახიძე: „ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, იყო პროვოკაციები და ვაჟკაცი კაცი მოგვიკლეს“

magti 5g